|
2023-08-16 14:02:26, 1318 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა შოვზე - სიმართლის დასადგენად ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ
გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს სიმართლის დასადგენად,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ფრაქცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან ერთად, პარლამენტში ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იბარებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში, შოვში მომხდარი ტრაგედიის შესწავლის მიზნით მაშინ, როდესაც ნულოვანია საზოგადოებრივი ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ; მაშინ, როცა ხელისუფლება მრავალი წლის მანძილზე სხვადასხვა საქმეებზე მუდმივად აცხადებდა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ამ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ სიმართლე უნდა დადგინდეს მალე და სიმართლე აუცილებელია საზოგადოებისთვის და მათ შორის გადარჩენილი ადამიანებისთვის, რომლებიც თავდასხმის სამიზნედ ირჩევს დღეს ხელისუფლება. საგამოძიებო კომისიასთან ერთად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გამოვიყენებდით აბსოლუტურად ყველა ზედამხედველობით საპარლამენტო ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ანგარიშვალდებულების მექანიზმი, რომელიც მორღვეულია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ჩვენ, პარლამენტარებმა მაქსიმალურად გამოვიყენოთ და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. სწორედ ამ დაპირების ფარგლებში, ჩვენ ავამოქმედეთ კიდევ ერთი საპარლამენტო ინსტრუმენტი, რომელიც რეგლამენტით და კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული, ეს არის ინტერპელაციის წესი და ინტერპელაციის წესით ვითხოვთ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსვლას საქართველოს პარლამენტში",- განაცხადა ბოკუჩავამ. ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, გომელაურს შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით არაერთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. „ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ უკვე პარლამენტს, რომელიც შესაბამისად ვალდებულია, გადასცეს აღნიშნული კითხვები უწყებას, კონკრეტული კითხვებით, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: რატომ არ მოხდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა მაშინ, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გასცემდნენ აღნიშნულზე დაპირებას მრავალი წლის მანძილზე, მათ შორის თავად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური? რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი. ვიცით, რომ შსს-ში შედის ის კონკრეტული სამსახური, რომელსაც ევალება სამძებრო-სამუშაოების განხორციელება; რატომ არ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი ქვეყნების დახმარება, როდესაც არსებობს ასეთი გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ განაცხადა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა; მონაწილეობდა თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღებაში თავად შს მინისტრი და მისი უწყება და რა გახდა საფუძველი, რატომ ჩათვალეს, რომ წარმატებით მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და არ იყო მეზობელი ქვეყნების დახმარება საჭირო; ასევე ბატონმა გომელაურმა საზოგადოების წინაშე უნდა უპასუხოს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაშია სამაშველო აღჭურვილობა, რადგან თვითმხილველების განცხადებებით დასტურდება ის, რომ მაშველებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ მრავალი საათის და მრავალი დღის განმავლობაში, არ აქვთ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული შესაბამისი აღჭურვილობა, რაც დაუშვებელია და გვაინტერესებს, რა გახდა ამის მიზეზი მაშინ, როდესაც კორუფციაშია ჩაფლული სახელმწიფოს ყველა უწყება და უამრავი საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ისეთ პროგრამებზე, რომელსაც არანაირი სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის არ მოაქვს და ბოლო კითხვა, რომელსაც ასევე ბატონმა გომელაურმა უნდა უპასუხოს არის ის, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ აშშ-სგან ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის გრანტის წესით შესყიდვაზე",- განაცხადა ბოკუჩავამ.
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
Axios: პუტინი ჯერ არ დაეთანხმა ტრამპის მიერ უკრაინასთან გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავს.
Axios: ვიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში ვიზიტი გადადეს
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)