19:24 - 06 Oct, 2026
|
2023-08-16 12:01:08, 1230 ნახვა
მსოფლიო
სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დროებითი დერეფნით ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა
ოდესის პორტიდან სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დერეფნით პირველი გემი გავიდა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. კუბრაკოვის თქმით, გემი ოდესის პორტში 2022 წლის 23 თებერვლიდან იმყოფებოდა, ახლა კი, ბოსფორისკენ მიემართება. „საკონტეინერო გემმა JOSEPH SCHULTE (ჰონკონგი) დატოვა ოდესის პორტი და მოძრაობს სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დროებითი დერეფნით",- წერს კუბრაკოვი სოციალურ ქსელში. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გემს 30 000 ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის საკვები პროდუქტები გადააქვს. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმება" შეაჩერა, უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდი ხომალდებისთვის დროებითი ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა.
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)