|
2023-08-15 11:34:27, 1191 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე შოვზე - გომელაურს ინტერპელაციაზე მოუწევს, გვიპასუხოს კითხვებზე
ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს იმისთვის, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვას გაეცეს პასუხი,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, საზოგადოებისა და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს "ინტერპელაციაზე მოუწევს". “ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს იმისთვის, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვას გაეცეს პასუხი. თქვენ იცით, რომ ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნა გვაქვს დაანონსებული, რასაც ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას რაღაც დასამალი აქვს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. შს მინისტრი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა არის, რომ კითხვებზე პასუხი გასცეს... საზოგადოება და დაღუპულთა ოჯახები იმსახურებენ პასუხებს კონკრეტულ კითხვებზე - რამდენად შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი კითხვაზე, რამდენად შესაძლებელი იყო პრევენციული სამუშაოები იმისთვის, რომ სახელმწიფოს წინასწარ სცოდნოდა სტიქიასთან დაკავშირებით; დაგვიანებული იყო თუ არა შემდეგ უკვე სამაშველო სამუშაოები და რატომ დაიწყო ის სამი საათის დაგვიანებით; რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ არ იყო საჭირო მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარებისთვის მიემართა; რატომ შეწყვიტეს ღამით ვერტმფრენით სამუშაოები მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სწორედ ეს პირველი ღამე იმ ადამიანებისთვის, ვინც დაიღუპნენ და რამდენად არის სახელმწიფო მზად, რომ კიდევ თუ მსგავსი რამე დაემუქრება საქართველოს მოქალაქეებს, მოახდინოს შესაბამისი პრევენცია. ეს არის ის კითხვები, რომელსაც ჩვენ დავუსვამთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ინტერპელაციაზე მას მოუწევს გვიპასუხოს ამ კითხვებზე",- განაცხადა ანა წითლიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 14 აგვისტოს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა. ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წერილი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა.
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
Axios: პუტინი ჯერ არ დაეთანხმა ტრამპის მიერ უკრაინასთან გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავს.
Axios: ვიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში ვიზიტი გადადეს
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)