|
2023-08-14 10:22:19, 1321 ნახვა
ეკონომიკა
ჯერ დაისვენე, მერე გადაიხადე - ბაზისბანკის საკრედიტო მეგო ბარათი საზაფხულო პირობებით
ზაფხული შვებულებასთან, დასვენებასა და დროის სასიამოვნოდ გატარებასთან ასოცირდება, რაც ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ბაზისბანკი მომხმარებელს, პირველ ქართულ საკრედიტო მეგო ბარათზე საუკეთესო და მათ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულ პირობებს სთავაზობს. საკრედიტო მეგო ბარათი იდეალური საშუალებაა დასვენების, შოპინგის ან სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის დროს. როდესაც ხელფასამდე ცოტა დროა დარჩენილი, საკრედიტო მეგო ბარათით მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს 55 დღემდე უპროცენტო საშეღავათო პერიოდით, საკომისიოს გარეშე გადაიხადოს პროდუქტის ან მომსახურების ღირებულება და მიიღოს ქეშბექი, პოს ტერმინალზე მეგო ბარათით გადახდილი თანხის 1%-ის ოდენობით. მეგო ბარათით, ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ პოს ტერმინალზე გადახდის შემთხვევაში, დახარჯული თანხის 1% ანგარიშზე ბრუნდება თანხის და არა ქულების სახით. მისი გამოყენება კი ნებისმიერი დანიშნულებით არის შესაძლებელი, როგორც კომუნალური გადახდებისას, ასევე ტერმინალზე გატარების ან განაღდების შემთხვევაში. ბაზისბანკის მეგო ბარათი უკონკურენტოა ბაზარზე. ბარათის აღება უფასოა და არ ერიცხება მომსახურების საკომისიო, სარგებლობა შესაძლებელია ყველაზე მაღალი, 30,000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით და ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ყოველთვიური შენატანის ოდენობა კი ათვისებული თანხის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ბარათის ერთ-ერთ უპირატესობას, ბაზარზე არსებულ სხვა საკრედიტო ბარათებთან შედარებით, ასევე განაპირობებს ბანკომატში განაღდების დაბალი საკომისიო, რაც 2.5%, მინიმუმ 1 ლარია. საკრედიტო მეგო ბარათზე განაცხადის შევსება შესაძლებელია სესხების პლატფორმაზე bbcredit.ge ბანკის ვებ-გვერდზე ან ბაზისბანკის ნებისმიერ ფილიალში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)