|
2023-08-09 17:36:14, 1074 ნახვა
მსოფლიო
BBC - მოსკოვის ოლქში მომხდარი აფეთქების შედეგად 52 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6-ის მდგომარეობა მძიმეა
მოსკოვის ოლქში, ქალაქ სერგიევ-პოსადში მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად სამედიცინო დახმარება 52 ადამიანს დასჭირდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. მედიის ცნობით, დაშავებულთაგან 20 სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მათ შორის 6 პირის მდგომარეობა მძიმეა. ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილი. "აფეთქება ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ფარდულში მოხდა, სადაც პიროტექნიკური პროდუქტები ინახებოდა. საწყობი კომპანია Piro-Ross-ს ეკუთვნის, რომელიც ღია წყაროების თანახმად, ფოიერვერკებს აწარმოებს და ასევე, დაკავებულია სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებით. აფეთქებამ ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის საწარმოო ობიექტების ნაწილი გაანადგურა. საწარმოს ყველა შენობიდან სრული ევაკუაცია გამოცხადდა. აფეთქების ადგილზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დაზიანდა მიმდებარედ 20 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სკოლები",- წერს BBC. მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აფეთქება, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმამ გამოიწვია. გამომძიებლების თქმით, აფეთქების მიზეზი ქარხანაში ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ცნობისთვის, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში აფეთქება დღეს, 9 აგვისტოს მოხდა. ქარხანა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ოპტიკური და ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელია.
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)