|
2023-08-01 11:10:09, 1554 ნახვა
ომი უკრაინაში
Forbes: სამმა გემმა გაარღვია რუსეთის ფედერაციის ბლოკადა, მათ შორის თურქულ-ქართულია
სამი სატვირთო გემი ბერძნული, ისრაელის და თურქულ-ქართული რეგისტრაციით კვირას მივიდა უკრაინის მარცვლეულის ერთ-ერთ ტერმინალზე დუნაის დელტაში, იტყობინება ჟურნალი Forbes. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოური გემები უკრაინის პორტებში შედიან მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა ეგრეთ წოდებული მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინული მარცვლეული უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მთელს მსოფლიოში მომხმარებლებზე გაიგზავნება. რუსეთმა ასევე გააფრთხილა, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად. „ცნობები იმის შესახებ, რომ სამმა სამოქალაქო გემმა დაუბრკოლებლად მიაღწია უკრაინას, შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთს ან არ სურს ან არ შეუძლია განახორციელოს გემების ძებნა ამ მომენტში“, - ციტირებს Forbes-ის კომენტარს ომის შესწავლის ინსტიტუტი. ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, სატვირთო გემი Yilmaz Kaptan, რომელიც Forbes-ის გამოცემაში თურქულ-ქართულ სიაშია შეტანილი, ვანუატუს დროშით მიცურავს. ის 21 ივლისს ფოთის პორტში იყო, რის შემდეგაც უკრაინისკენ გაემართა. გემი ამჟამად დუნაის დელტასთან ახლოს მდებარეობს. ჟურნალ Forbes-ის ცნობით, გემები ტრანსპონდერებით მიცურავდნენ და არ მალავდნენ კურსს. მათ გავლას ნატოს ოთხი სადაზვერვო თვითმფრინავი აკონტროლებდა. ამ თვითმფრინავებიდან არცერთი არ არის შეიარაღებული, მაგრამ ნატოს საბრძოლო თვითმფრინავები რუმინეთში მზადყოფნაშია. მარცვლეულის გარიგებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარის თქმიდან მალევე, საპატრულო გემი „სერგეი კროტოვი“ შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში გაიგზავნა. ის არ ცდილობდა შეეჩერებინა ისმაელისკენ მიმავალი უცხოური გემები. ოდესა, საიდანაც უკრაინული მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი გადიოდა ექსპორტზე, ბოლო დროს რუსეთის მუდმივი სარაკეტო თავდასხმების სამიზნე გახდა. კიევი იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება დუნაის დელტას პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის ორგანიზება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)