20:05 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 13:59:17, 1478 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ტურისტული სააგენტოს გამოყენებით, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სამოგზაურო ტურების ორგანიზებას სთავაზობდა. ის დაინტერესებულ მოქალაქეებს ცრუ დაპირებას აძლევდა, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ავიაბილეთების შეძენას და ასევე სასურველი სასტუმროების შერჩევას და დაჯავშნას უზრუნველყოფდა. ბრალდებული მეტი დამაჯერებლობისთვის მოქალაქეებს სხვადასხვა სასტუმროების ფოტოებს აჩვენებდა და თითქოსდა შეძენილი ავიაბილეთების მონაცემებს უგზავნიდა, რითაც მათ კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდა. ამ გზით ბრალდებული 32 მოქალაქის კუთვნილ 81 815 ლარს დაეუფლა.

"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და მესამე ნაწილის "ა"და "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, 32 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics