01:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 11:40:27, 1590 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ფინანსური პარტნიორია

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის შექმნის იდეა 1995 წელს დაიბადა. იმ დროისთვის საქართველოში არ არსებობდა კერძო კლინიკა და ეს იყო პირველი კერძო ონკოლოგიური სამედიცინო ცენტრი, რომლის მთავარი არსი იყო და არის - სიკვდილზე გამარჯვება!

სამედიცინო ცენტრის მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო ნდობაზე, ზრუნვაზე, კეთილსინდისიერებასა და გამოცდილებაზე აგებული. სწორედ ამან განაპირობა მისი ზრდა. დღეს მარდალეიშვილის ბრენდი აერთიანებს ონკოლოგიის სამედიცინო კვლევით ცენტრს, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს რუსთავში, სხივურ და ბირთვულ მედიცინის ცენტრს, ჯეოქორდს - ღეროვანი უჯრედების სისხლის ბანკს. 

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი პაციენტებს მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს და მისი მიზანია მუდმივად განვითარდეს და იყოს სამედიცინო დარგის ლიდერი.

„მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან ჩვენი თანამშრომლობა შედგა. ბაზისბანკის გუნდთან პარტნიორული ურთიერთკომუნიკაციით და მეგობრული ურთიერთობებით ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვდგავართ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის  სადარაჯოზე. ბაზისბანკი არის ერთგული პარტნიორი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს ინტერესებს და მომავალშიც ვგეგმავთ არაერთი დიდი პროექტის ერთობლივად განხორციელებას“, - აცხადებს ილია მარდალეიშვილი, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც მაღალკვალიფიცირებული, საუკეთესო გამოცდილების მქონე პერსონალით არის დაკომპლექტებული. 

მოხარული ვარ, რომ ჩვენი, როგორც სანდო ფინანსური პარტნიორის თანადგომით, ცენტრი კიდევ მეტად ფართოვდება და დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენთან პარტნიორობით ცენტრი კიდევ ბევრ წარმატებულ პროექტს განახორციელებს“, - ამბობს ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ჯაბა კასრაძე. 

ბაზისბანკის და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის პარტნიორობის ვიდეო ისტორია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics