01:02 - 14 Aug, 2026
|
2023-07-26 10:28:24, 1472 ნახვა
სამართალი
მზიურის პარკთან ბიზნესმენის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მზიურის პარკთან ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შემთხვევა მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, 25 ივლისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. გურგენიძე, რომელიც სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთი მეწილეა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ბიზნესმენი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)