20:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-23 13:01:08, 1335 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი ოდესაზე - რუს ტერორისტებს სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ - ისინი იგრძნობენ შურისძიებას

რუს ტერორისტებს ოდესის გამო სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ, ისინი იგრძნობენ შურისძიებას,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, "რუსულ ბოროტებას გამართლება ვერ ექნება".

"რეკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი შენობებისა და საკათედრო ტაძრის წინააღმდეგ. რუსულ ბოროტებას გამართლება ვერ ექნება. როგორც ყოველთვის, ბოროტება დამარცხდება. რუს ტერორისტებს ოდესის გამო სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ, ისინი იგრძნობენ შურისძიებას. ყველას, ვინც ამ ბოლო ტერაქტის შედეგად დაზარალდა, დახმარებას უწევენ. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ხალხს ეხმარება და ყველასი, ვინც ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გადავლახავთ, აღვადგენთ მშვიდობას. ამისთვის კი, რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ",- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა  სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics