06:14 - 29 Sep, 2026
|
2023-07-23 11:44:55, 1432 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. უკრაინული მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოდესის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, იერიშის შედეგად დაშავდა 22 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია. მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში 14 დაშავებული, მათ შორის 3 ბავშვი გადაიყვანეს.
"ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ", - ამბობს კიპერი. ადგილობრივი საკრებულოს ცნობით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)