22:20 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 12:38:02, 947 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთი „ვაგნერელების“ გამო ჯარებს ბელარუსის საზღვართან ათავსებს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა გასცა ბრძანება პოლონეთის ჯარები გადაიყვანონ დასავლეთიდან ქვეყნის აღმოსავლეთში, ბელარუსში "ვაგნერის" ჯგუფის "ვარჯიშებთან" დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების გამო.

ამის შესახებ, პოლონეთის უსაფრთხოების კომიტეტის მდივანმა, ზბიგნევ ჰოფმანმა, სააგენტო PAP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ბელარუსის არმიისა და "ვაგნერის" ჯგუფის წვრთნები თუ ერთობლივი წვრთნები უდავოდ პროვოკაციაა. ამიტომ, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, კომიტეტის ხელმძღვანელმა მარიუშ ბლაშჩაკმა გადაწყვიტა ჩვენი სამხედრო ფორმირებები დასავლეთიდან პოლონეთის აღმოსავლეთში გადაეყვანა. ამ ქვედანაყოფების ამოცანაა მომზადება, ასევე პოტენციური აგრესორის შეკავება", - განაცხადა ჰოფმანმა.

ხუთშაბათს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა თავისი სპეცრაზმისა და "ვაგნერის" ჯგუფის დაქირავებული ჯარისკაცების ერთობლივი წვრთნა პოლონეთის მახლობლად მდებარე პოლიგონზე.

გოფმანმა თქვა, რომ ოთხშაბათს გაიმართა პოლონეთის უშიშროების კომიტეტის სხდომა, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, გაანალიზდა შესაძლო საფრთხეები, მაგალითად, "ვაგნერის" ჯგუფის დანაყოფების განლაგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics