|
2023-07-20 17:48:57, 1831 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - რუსეთის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის გადამზიდავად ჩაითვლება
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების საპასუხოდ აცხადებს, რომ ყველა გემი, რომელიც 21 ივლისიდან იმოძრავებს რუსეთის პორტების ან მის მიერ ოკუპირებული ტერიორიების პორტების მიმართულებით, სამხედრო ტვირთის გადამზიდავად ჩაითვლება. უკრაინის თავდაცვის უწყებამ შესაბამისი განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. "2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება ჩათვალოს სამხედრო ტვირთის გადამზიდად”,- ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა და უკრაინის ქერჩ-იენიკალის სრუტის ტერიტორიებზე ნაოსნობა შეფასებულია როგორც სახიფათო და 2023 წლის 20 ივლისის 05:00 საათიდან აკრძალულია. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, გუშინ, 19 ივლისს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, "2023 წლის 20 ივლისის 00:00 საათიდან, ყველა გემი, რომელიც შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიდის, განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი. ის სახელმწიფოები, რომელთა დროშის ქვეშაც ასეთი გემები გადაადგილდებიან, განიხილებიან როგორც უკრაინის კონფლიქტში ჩართული მონაწილეები, კიევის რეჟიმის მხარეს". აღსანიშნავია, რომ რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმება 17 ივლისს შეაჩერა. "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)