|
2023-07-20 12:45:59, 1405 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - აჭარაში უკვე განხორციელდა 1 მილიონ 200 ათასზე მეტი ვიზიტი, რაც სასიხარულოა და სრულიად შეესაბამება ჩვენს გეგმებსა და მოლოდინებს
აჭარაში წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონი გრძელდება, რეგიონში უკვე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1 მილიონ 200 ათასს აღემატება,- ამის შესახებ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ტურისტების მსგავსი მასშტაბური რაოდენობა სრულად შეესაბამება სეზონის დასაწყისში არსებულ გეგმებსა და მოლოდინებს. "მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა სამიზნე ქვეყნიდან გაზრდილია ტურისტული ნაკადები. საერთო ძალისხმევა, რომელიც აქამდე გავწიეთ და შრომა რომელსაც ახლაც ვაგრძელებთ აისახება კონკრეტულ შედეგებზე. მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის ფონზე იზრდება რეგიონის ეკონომიკა. ასევე, მიმდინარე თვის შემოსულობები გასული თვის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით გაზრდილია 30 % -ით, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას მეტი პროექტი განვახორციელოთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ რეგიონის მოსახლეობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველა მიმდინარე პროექტს, რომელიც ახალ ტურისტული ლოკაციებს შექმნის რეგიონში. კიდევ უფრო მეტი მიმოსვლა, საჰაერო რეისები დაემატება რეგიონს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს",- განაცხადა რიჟვაძემ. მისივე თქმით, აჭარაში სრულად აღდგა ტურიზმის დინამიკა. მზარდია ვიზიტორთა ნაკადები და სტატისტიკა როგორც 2022 წელთან, ასევე 2019 წელთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები +88 % - ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილია ვიზიტების რაოდენობა სამიზნე ქვეყნებიდან : გერმანია +12.3%, ისრაელი 25%, ლატვია +241.4%, ლიეტუვა +136%, ყაზახეთი +98.7%, ბრიტანეთი +41.2%, საუდის არაბეთი +31%, თურქეთი +51.1%. მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში. აქტიურად ჩაეშვა და მიმდინარეობს ონლაინ მარკეტინგული კამპანიები 10 ქვეყანაში. გრძელდება რეისების განახლება და დამატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 31 ივლისს განახლდება კვირაში 2 სიხშირით ფრენები ლიეტუვიდან. გაიზარდა შიდა ფრენების რაოდენობაც, რაც გაამარტივებს ბათუმთან წვდომას როგორ შიდა ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის და რაც მთავარია კერძო სექტორს, მისცემს საშუალებას მათი სერვისები და ტურისტული პროდუქტები მოარგონ რეისებს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)