|
2023-07-19 16:53:12, 1072 ნახვა
მსოფლიო
Reuters - პუტინი სამხრეთ აფრიკაში სამიტზე დასასწრებად აღარ ჩავა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იოჰანესბურგის BRICS-ის სამიტს აღარ დაესწრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. "ორმხრივი შეთანხმებით, პრეზიდენტი პუტინი სამიტს არ დაესწრება. რუსეთის ფედერაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს",- წერს გამოცემა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანაა. როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული და შესაბამისად, მისი სამხრეთ აფრიკაში ჩავლის შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას მისი დაპატიმრება მოუწევდა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის დაკავების თავიდან არიდების მიზნით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა რუსეთს სთხოვა, რომ პრეზიდენტის მაგივრად ქვეყანა სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს წარედგინა. შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები.
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)