19:09 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 17:59:08, 1040 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ელჩი ბელგიაში - საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება

ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებით, უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება.

ელჩის თქმით, ზოგადად, ევროკავშირის მხრიდან საქართველო მიჩნეულია, როგორც უსაფრთხო სახელმწიფო.

„უვიზო რეჟიმს შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, დღეს მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა და ბუნებრივია, ეს თემა აუცილებლად გაჟღერდებოდა, რამე საფრთხე რომ ყოფილიყო აღნიშნული მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ზოგადად, ევროკავშირის მხრიდან საქართველო მიჩნეულია, როგორც უსაფრთხო სახელმწიფო",- აცხადებს ვახტანგ მახარობლიშვილი, რომლის კომენტარსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Yandex-ის გათიშვამ საქართველოც იმოქმედა
გასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე
ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics