06:13 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 16:25:45, 2085 ნახვა

ომი უკრაინაში
სირსკი - კასეტური ჭურვები გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში იქნება მზად

ამერიკის მიერ გაგზავნილი კასეტური საბრძოლო მასალები უკვე უკრაინაშია და მალე მზად იქნება გამოსაყენებლად,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ BBC-სთან საუბრისას განაცხადა.

BBC-ის ცნობით, კასეტურ საბრძოლო მასალებს უკრაინელები ბახმუტში გამოიყენებენ.

"გენერალმა სირსკიმ დაადასტურა, რომ ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე ჩამოვიდა უკრაინაში და მზად იქნება გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში“,- წერს გამოცემა.

ცნობისთვის, 7 ივლისს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს.

"რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება",- თქვა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ამასთან, 14 ივლისს პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე მიიღო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics