19:09 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 15:42:02, 1151 ნახვა

პოლიტიკა
გრეტა წიწავა - საქართველოს იმიჯის შესალახად სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობას და მილიონებს არ აკლებენ

წარმოიდგინეთ ის ვიდეომასალა რომ არ არსებობდეს, რაც იუსტიციამ გაავრცელა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა, ჩვენ გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია,- აღნიშნულის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.

წიწავას განცხადებით, "სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობას და მილიონებს არ აკლებენ, რომ საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია".

"ერთი წუთით წარმოიდგინეთ ის ვიდეომასალა რომ არ არსებობდეს, რაც იუსტიციამ გაავრცელა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა, ძალიან მალე ჩვენ გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის/ ექსპერტიზ(ებ)ის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

მიხეილ სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობას და მილიონებს არ აკლებენ, საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია, მაგრამ მერწმუნეთ, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და არავის გამოუვა შინ და გარეთ მორყევის მცდელობაც კი",- წერს გრეტა წიწავა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Yandex-ის გათიშვამ საქართველოც იმოქმედა
გასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე
ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics