|
2023-07-17 14:29:54, 2100 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინა ყირიმის ხიდზე „ტერორისტულ“ თავდასხმაში დაადანაშაულა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა
რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ყირიმის ხიდზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და და ჩანიშნულია ექსპერტიზაც. "03:05 საათზე ორმა უპილოტო თვითმფრინავმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა განახორციელა. გამომძიებლების თქმით, 16-17 ივლისის ღამეს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი. დაიღუპა ორი ზრდასრული და დაშავდა ერთი ბავშვი," - აღნიშნულია ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის სპეცოპერაცია იყო, თუმცა მომხდართან დაკავშირებით უკრაინას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)