|
2023-07-14 14:20:05, 1054 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი გაიმართა
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალი მეწარმეებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 12 და 13 ივლისს, „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით და EFSE Entrepreneurship Academy-ს ფინანსური მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრას სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი, თამარ ჩიჩუა უძღვებოდა. ვორკშოპს მეწარმე ქალები დაესწრნენ ისეთი ბიზნესებიდან, როგორიცაა: ტექნოლოგიური აგრობიზნესი, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია და სხვა. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ციფრულ სამყაროში თანამედროვე ქოუჩინგის უნარებს, მოტივაციის გაზრდის მეთოდებს, პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის და დასახული მიზნების რეალიზაციისთვის საჭირო სხვადასხვა ინსტრუმენტებს. მიღებული ცოდნა მეწარმეებს დაეხმარება, გააუმჯობესონ სამუშაო პროცესი და შექმნან თანამშრომლებზე მორგებული გარემო. „საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია მხარს უჭერს ქალი მეწარმეების გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ინიციატივით და პარტნიორობით, არაერთი პროექტი განხორციელდა, რაც მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და არსებული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის ფარგლებში მოეწყო ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი, რომელიც ვფიქრობთ, მონაწილეებს დაეხმარა, გაცნობოდნენ ბიზნეს სექტორში მიმდინარე ტრენდებსა და სიახლეებს, მიეღოთ ინფორმაცია ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინსტურმენტების შესახებ. ძალიან გვახარებს ვორკშოპისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესი, ეს გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერმა, ოლღა ნაკაშიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)