|
2023-07-07 17:13:35, 1061 ნახვა
პოლიტიკა
ალექსი ბატიაშვილი - ჯაშუშები, რა თქმა უნდა, გამოვლენილია - რაოდენობას და ქვეყნებს ვერ გეტყვით
ჯაშუშები, რა თქმა უნდა, გამოვლენილია - რაოდენობას და ქვეყნებს ვერ გეტყვით,- ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა. როგორც ბატიაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2022 წლის ანგარიში წარდგენის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათი დაკავება არ მომხდარა. "ხდება გამოვლენა ძალიან ხშირად - შარშანაც ხდებოდა, წელსც ხდება ამაზე მუშაობა... დაკავება არ მომხდარა და ბევრჯერ გვითქვამს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი ამოცანა არის გამოვლენა, იდენტიფიცირება უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირის, მათი შესწავლა, მოქმედების ფორმების შესწავლა, გაუვნებელყოფა და შესაძლებელია, ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება",- ამბობს სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე. ბატიაშვილის თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული ჯგუფები დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდნენ. "გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გასულ წელს ჰქონდა უსაფრთხოების გამოწვევების მხრივ, ასევე ჩვენი სამსახურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. შევეხეთ, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის საკითხს, კონტრდაზვერვით საქმიანობას, კონტრტერორისტულ ღონისძიებებს, ასევე ანტიკორუფციული მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს. არანაირი ბრალდება ოპოზიციის მისამართით არ ყოფილა. აქ იყო პიროვნებები და ჯგუფები, აქტორები, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გეგმავდნენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. მათი მიზანი იყო არეულობა და ერთობლივი ღონისძიებების გატარების შედეგად იქნა აღკვეთილი",- განაცხადა სუს-ის უფროსის პირველი მოადგილემ.
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)