02:44 - 14 Aug, 2026
|
2023-07-03 10:50:06, 1007 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში 'სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული ნარკოტიკული საშუალება (საერთო წონა: 192,18 გრამი) გამოვლინდა. მათივე ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)