03:40 - 14 Aug, 2026
|
2023-06-27 14:20:50, 1309 ნახვა
სამართალი
მედიის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა - შსს-მ გამოძიება დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა. აღნიშნულ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აღნიშნული მამაკაცი ბავშვების ჩხუბს მობილური ტელეფონით იღებდა. ადგილობრივების თქმით, მოზარდს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)