09:16 - 29 Sep, 2026
|
2023-06-27 09:59:04, 1590 ნახვა
ომი უკრაინაში
კირბის თქმით, აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს სადგურის აფეთქებას ან ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ვერ ხედავს ნიშანს, რომ რუსების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე გარდაუვალია. როგორც კირბმა თქვა, შეერთებული შტატები ასევე ვერ ხედავს ნიშანს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს. "მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს სადგურის მახლობლად რადიოაქტიურობის მონიტორინგის შესაძლებლობა და ჩვენ არ გვინახავს რამე ნიშანი იმისა, რომ ეს საფრთხე გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით... ჩვენ ვერ ვხედავთ რამე ნიშანს, გარდა მშფოთვარე რიტორიკისა, რომ არსებობს განზრახვა უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ",- ამბობს კირბი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)