|
2023-06-26 09:39:40, 1350 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რაც უფრო დიდხანს გრძელდება რუსული აგრესია, მით უფრო მეტ დეგრადაციას იწვევს ის თავად რუსეთში
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსული აგრესია, მით უფრო მეტ დეგრადაციას იწვევს ის თავად რუსეთში,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, ახლა რუსი ოკუპანტები ზარალდებიან, მათი ყოველი დანაკარგი კი უკრაინისთვის თავისუფლების გრძელვადიანი გაძლიერებაა. "მე დავასრულე საერთაშორისო საუბრების სერია - შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბაიდენთან, კანადის პრემიერ-მინისტრთან, ტრუდოსთან და პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან. პოზიტიური საუბრები, რომლებიც ახლა ძალიან აუცილებელია ყველა ჩვენგანისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განვიხილეთ საომარი მოქმედებები ფრონტზე და მადლობა გადავუხადე ჩვენს პარტნიორებს გაწეული მხარდაჭერისთვის - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნამდვილად ეხმარება ჩვენს ჯარისკაცებს წინსვლაში. ახლა რუსი ოკუპანტები ზარალდებიან მათი ყოველი დანაკარგი კი უკრაინისთის თავისუფლების გრძელვადიანი გაძლიერებაა. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის ჯარების შემდგომი გაძლიერება და მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს ჩვენი საჭიროებების გაგებისთვის. მეორე, სამწუხაროდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული რუსული საფრთხის მიმართ მსოფლიოს ყურადღება ჯერ კიდევ არასაკმარისია. ისევე, როგორც არასაკმარისი იყო რეაქცია რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე. მე გავუზიარე ჩვენს პარტნიორებს ინფორმაცია, რომელიც გვაქვს, ინფორმაცია ჩვენი დაზვერვიდან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღვმის რუსული სცენარის შესახებ, რომელიც აშკარად დამტკიცებულია ტერორისტებისთვის. მესამე - რაც უფრო დიდხანს გრძელდება რუსული აგრესია, მით უფრო მეტ დეგრადაციას იწვევს ის თავად რუსეთში. ამ დეგრადაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ რუსული აგრესია თანდათან უბრუნდება სამშობლოს ნავსადგურს. ლიდერებთან საუბრისას ჩვენ გავცვალეთ ჩვენი შეფასებები იმის შესახებ, რაც ხდება რუსეთში. ჩვენც ანალოგიურად ვუყურებთ სიტუაციას და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ. ვილნიუსში NATO-ს სამიტამდე სულ რაღაც 15 დღე რჩება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამიტს რეალური შინაარსი ჰქონდეს. მნიშვნელოვანი და მკაფიო შინაარსი. ვილნიუსში უკრაინის საკითხის დადებითად გადაწყვეტა არის ერთადერთი გზა ჩვენი საერთო უსაფრთხოებისკენ, როგორც ევროპაში, ისე მთლიანად ალიანსში",- განაცხადა ზელენსკიმ.
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)