05:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 14:30:05, 836 ნახვა

ეკონომიკა
მთაწმინდის პარკში თაფლის ფესტივალი ჩატარდა

მთაწმინდის პარკში, თაფლის ფესტივალი ჩატარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფესტივალში თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების 40-მდე მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა. 

უწყების ინფორმაციით, ფესტივალზე ვიზიტორებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული თაფლი და დასწრებოდნენ მეფუტკრეობის პროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაციებს.

"მთაწმინდის პარკში ჩატარდა თბილისის თაფლის ფესტივალი, რომელიც დარგის პოპულარიზებას უწყობს ხელს და ქართული თაფლის ცნობადობას ზრდის ადგილობრივ ბაზარზე.  ქართული თაფლი დღითიდღე მოთხოვნადია ევროკავშირის ბაზარზე;  აღსანიშნავია, რომ მზარდ ტენდენციას ვინარჩუნებთ ექსპორტზე გატანის კუთხით",- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ.

ღონისძიების მიზანი, მეფუტკრეობის დარგში  ეკონომიკური ზრდის წახალისება, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე მომხმარებლებში ნატურალური თაფლის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრზე პოპულარიზებაა.

თაფლის ფესტივალი ჩატარდა საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით. ღონისძიება მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერია და მთაწმინდის პარკი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics