|
2023-06-22 11:05:45, 1066 ნახვა
სამართალი
პროკურატურის ინფორმაციით, 2010 წელს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის სექტემბერში, ცალკეულმა საჯარო მოხელეებმა ჯ.თ-ს კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ დედამისს რ.თ.-ს დაბა წყნეთში მდებარე მისი კუთვნილი 1000 კვ. მ მიწის ნაკვეთი დაეთმო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს არ გადასცემდნენ, რ.თ-ს პატიმრობა ემუქრებოდა. "აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რ.თ-ს მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობდა. საჯარო მოხელეთა ამგვარი ზეწოლის შედეგად, ჯ.თ-მ სამართალდამცავი ორგნოების მხრიდან შესაძლო ხელოვნური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რ.თ-სგან მიღებული მინდობილობის საფუძველზე ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო. სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდგომ მიწის ნაკვეთი თვითმართველი ერთეულის ბალანსზე აღირიცხა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ. თ-ს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი კანონის სრული დაცვით ჰქონდა რეგისტრირებული და მისი ჩამორთმევის რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 474 პირი, რომელთაგან 332 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 122 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 118 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი",- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)