03:30 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 09:26:16, 1323 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინასა და NATO-ს შორის ურთიერთობის ახალი ფორმატი, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტიდან დაიწყოს

უკრაინასა და NATO-ს შორის ურთიერთობის ახალი ფორმატი, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტიდან დაიწყოს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

რეზნიკოვის თქმით, შეხვედრები ამ ფორმატში წინა წლებში უნგრეთის ვეტოს გამო არ ტარდებოდა.

„დღეს ძალიან ეპოქალური მოვლენა მოხდა. დღეს, 2016 წლის შემდეგ პირველად, შედგა უკრაინა-ნატო-ს კომისიის შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე, ყველა მათგანის მონაწილეობით“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

ამასთან, რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრები უკვე „უკრაინა-ნატოს საბჭოს“ ფორმატში იქნება.

„უკრაინისა და NATO-ს თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა, იმედი მაქვს, ვილნიუსიდან, ან ვილნიუსის შემდეგ, უკრაინა-ნატოს საბჭოს ფორმატში გაიმართება. ეს მოხდება მაშინ, როდესაც უკრაინა ჯერ კიდევ არ იქნება NATO-ს წევრი, მაგრამ უკვე იქნება თანაბარი პირობებით ყველა კომიტეტში, ყველა წარმომადგენლობით შეხვედრაზე, კითხვების დასმის უფლებით, რომლებიც გაწერილია ხელშეკრულებებში“,- დასძინა რეზნიკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics