|
2023-06-15 10:39:54, 1427 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, თალასა ჯგუფი, მწვანე კონცხზე საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, ბათუმში, მწვანე კონცხის ფერდობზე, დეველოპერული კომპანია „თალასა ჯგუფი” 6 სართულიან პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი 2.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსი მოიცავს 3076 კვ.მ. მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე და კომფორტულ გარემოში მდებარე 110 ბინიან საცხოვრებელ კომპლექსს ღია და დახურული ავტოსადგომით. თალასა ჯგუფი უზრუნველყოფილია 1500 კვ.მ. გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზოთი, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეებით, აუზითა და ღია კაფე და რესტორნით. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში სრულდება და 37 კვ.მ-დან საცხოვრებელი ფართები, თეთრი კარკასის კონდიციაში ბარდება მომხმარებელს. ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ. „თალასა ჯგუფი შექმნილია ძლიერ ფინანსურ ბაზაზე, ათეული წლის გამოცდილების მქონე გუნდისგან და ისევე როგორც ყველა პროექტი, სახლი მწვანე კონცხის ფერდობზე სრულად დაფინანსებულია წინასწარ. „თალასა ჯგუფი" წარმოადგენს 6 სართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის განხორციელებაც ბაზისბანკის ძლიერი და პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით შევძელით. მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით ისეთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ჩვენს მობინადრეებს უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ვთავაზობთ“, - განაცხადა თალასა ჯგუფის მმართველმა პარტნიორმა, ზვიად მჟავანაძემ. „ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე“, - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიგი გაბუნიამ.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)