|
2023-06-15 10:16:56, 1921 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - ოკუპანტების მიერ გაშვებული 20-ვე დრონი და ფრთოსანი რაკეტა გავანადგურეთ
რუსი ოკუპანტების მიერ 15 ივნისის ღამის საჰაერო თავდასხმის დროს გაშვებული Shahed-ის 20-ვე დრონი, 4 ფრთოსანი რაკეტიდან 1 და Orlan-10-ის ტიპის სადაზვერვო დრონი გავანადგურეთ,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათი ცნობით, ოთხმა Tu-95ms-მა თვითმფრინავმა განახორციელა Kh-101/Kh-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება კასპიის ზღვიდან. "15 ივნისს, ღამის 00:20 საათიდან 04:30 საათამდე, რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ უკრაინას Kh-101/Kh-555-ის საჰაერო საკრუიზო რაკეტებით და Shahed-136/131-ის დრონებით. ოთხმა Tu-95ms-მა სტრატეგიულმა საავიაციო თვითმფრინავმა კასპიის ზღვიდან ოთხი X-101/X-555-ის საკრუიზო რაკეტა გაუშვა. ერთ-ერთი რაკეტა განადგურდა, დანარჩენი კი დნეპროპეტროვსკის რეგიონში სამრეწველო ობიექტებს მოხვდა. ირანული Shahed-ები მტერმა ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან გაუშვა. 20-ვე თავდასხმის დრონი განადგურდა. გარდა ამისა, განადგურდა მოწინააღმდეგის Orlan-10-ის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც აწარმოებდა საჰაერო დაზვერვას აღმოსავლეთის მიმართულებით",- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)