|
2023-06-14 15:28:52, 995 ნახვა
ეკონომიკა
გარდაბნის რაიონში „ჩირინას“ ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გაიხსნება - პროექტის პარტნიორი „საქართველოს ბანკია“
"საქართველოს ბანკი" ქვეყნის მასშტაბით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით „ჩირინა“ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალ საწარმოს გახსნის. საწარმო 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, თუმცა დამხმარე შენობებთან ერთად ის მთლიანობაში 2 ჰა მიწის ფართობს იკავებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. პროექტის თანადაფინანსება "საქართველოს ბანკის", EBRD-ის და პროექტ „აწარმოე საქართველოს“ მიერ 10 მილიონი ლარის მოცულობით განხორციელდა. „საწარმოს სრული მასშტაბით ამოქმედებას ივლისში ვგეგმავთ, თუმცა, ამ ეტაპზე უკვე მზადდება კონკრეტული პროდუქტები, რომლის რეალიზაციასაც სუპერმარკეტების ქსელებსა და „ბიუ ბიუს“ მაღაზიებში ვახდენთ, სამომავლოდ კი „ბიუ ბიუ გასტრონომის“ საფირმო მაღაზიებში მოვახდენთ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, მომხმარებელს ნედლი ქათმის ხორცისგან დამზადებული ხორცპროდუქტების ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ „ჩირინას“ ახალი საწარმო იქნება პირველი ხორცის გადამუშავების საწარმო საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა. პირველად ჩვენ გვექნება წარმოება, რომელიც მოახდენს ხორცპროდუქტების ინდუსტრიულ წარმოებას ახალი, ნედლი ხორცისგან“, - განაცხადა ნინო ვაშაკიძემ, „ჩირინას“ დირექტორის მოადგილემ. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესს, გააფართოვოს საქმიანობა ახალი საწარმოს გახსნით, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ჩირინას ამ ეტაპზე დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 500 ადამიანი, ამ ციფრებს კი ახალ საწარმოში დასაქმებულთა რიცხვიც შეემატება. საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო დონის სტანდარტებთან. ახალ საწარმოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მომხმარებელს გამორჩეული გემოვნური თვისებების, ჯანსაღი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს. საწარმო საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა გათვლილი. საწყის ეტაპზე წარმოების დღიური წარმადობა 7 ტონა იქნება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას. გვჯერა, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ნინო აფციაურმა, "საქართველოს ბანკის" კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა. ინფორმაციისთვის, კომპანია „ჩირინა“ ბაზარზე 2013 წლიდან არის წარმოდგენილი. „ჩირინას“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსი აქვს, დღეისათვის მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვები ქარხანა; ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია "სანა". კომპანია „ჩირინას“ მიერ გახსნილი ბრენდი „ბიუ-ბიუ“ დღეისათვის 60 ფილიალს აერთიანებს და 10 წელზე მეტს ითვლის.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)