|
2023-06-14 10:05:15, 710 ნახვა
საზოგადოება
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ითვალისწინებს მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისა და ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაში ახალგაზრდა მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლების თანამონაწილეობას, სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების საკითხებს. „თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა. ღონისძიებაზე გიორგი მიშელაძემ ვრცლად ისაუბრა სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკაზე, პროგრამებზე, რომელსაც უწყება ახორციელებს და აღნიშნა, რომ სააგენტო ღიაა სტუდენტებთან თანამშრომლობისთვის. კარლო კოპალიანის განცხადებით, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად მოთხოვნადია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებების: ენერგეტიკის, მშენებლობის, სამთო-გეოლოგიური და სხვა ფაკულტეტების კურსდამთავრებული პროფესიონალი კადრები. აღინიშნა, რომ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-აღსრულება ხელს შეუწყობს მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)