|
2023-06-14 09:20:33, 1482 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 13 დაშავდა [ვიდეო]
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. მათი ცნობით, რუსებმა ოდესისკენ „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს, რომლებიც შავი ზღვიდან იყო გაშვებული. შემთხვევის შედეგადაც დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 13 დაშავდა. „მტერმა ოდესისკენ კალიბრის ტიპის 4 რაკეტა შავ ზღვაში მდებარე გემიდან გაუშვა. საჰაერო თავდასხმისა და აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანდა ქალაქის ცენტრში არსებული ბიზნესცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები“,- აცხადებს სარდლობა.
უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობითვე, ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის საწყობში რაკეტის დარტყმით ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა საწყობის 3 თანამშრომელი, 7 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)