16:19 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 20:04:21, 722 ნახვა

საზოგადოება
შუახევის მერი ჭვანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის დავით ქათამაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო

შუახევის მერი ომარ ტაკიძე, ჭვანის დაბადებიდან 75  და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისადმი მიძღვნილ  საიუბილეო  საღამოს დაესწრო.

ომარ ტაკიძემ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს იუბილე მიულოცა, წარმატებული პედაგოგიური და  შემოქმედებითი მოღვაწეობა უსურვა და სიმბოლური საჩუქრი გადასცა.

დავით ქათამაძემ, სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმის დასრულების შემდეგ, სწავლა  შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა, სადაც  ჯერ დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი, შემდეგ  კი ისტორიის ფაკულტეტი დაასრულა.

1973 წლიდან დღემდე წარმატებით ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ჭვანისა და ხიჭაურის საჯარო სკოლებში დაწყებითი  კლასის, ისტორიისა და ხელოვნების მასწავლებლად. იყო ხიჭაურის საჯარო სკოლის დირექტორი. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს ფასილიტატორი მასწავლებლის წოდება. დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის მედლით. მასწავლებელთა შემოქმედებით კონფერენციებში მონაწილეობისთვის  მიღებული აქვს არაერთი  ჯილდო. 

პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, ეწევა შემოქმედებით საქმიანობას. მისი ავტორობით გამოიცა სამი წიგნი.

ომარ ტაკიძესთან ერთად, პედაგოგებს იუბილე მერის მოადგილეებმა რუსუდან შავაძემ, გურამ ზოიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან ნატარიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics