|
2023-06-13 10:49:23, 1592 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტი“ მომხმარებელს G&T Trader-ის განახლებულ აპლიკაციას სთავაზობს
"გალტ & თაგარტი" ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და მიზნად ისახავს, შექმნას უმაღლესი ხარისხის მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტირების პროცესების უფრო სწრაფად და მარტივად განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, "გალტ & თაგარტის" საბროკერო მომხმარებელს განახლებულ G&T Trader-ის აპლიკაციას სთავაზობს. ძველ ვერსიასთან შედარებით კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული G&T Trader-ის პლატფორმა აღჭურვილია უსაფრთხოების დამატებითი ფუნქციონალით, რომლის მეშვეობითაც აპლიკაციაზე წვდომა შესაძლებელია როგორც სახის ამოცნობის სისტემის (Face ID), ასევე თითის ანაბეჭდის სენსორის გამოყენებით. მომხმარებლის ინდივიდუალურ სურვილებზე მორგებული გამოცდილების შესაქმნელად კი აპლიკაციას აქვს როგორც მუქი თემის (Dark Mode), ასევე თეთრი თემის (White Mode) ფუნქციაც. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. "გალტ & თაგარტი" მუდმივად აქვეყნებს კვლევებს და პროაქტიულ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას მომხმარებლებს საფონდო ბირჟაზე მიმდინარე სიახლეების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს მომხმარებლის მხრიდან მონაცემებზე დაფუძნებული, ეფექტური და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ახალი კვლევების მისაღებად გამოიწერეთ "გალტ & თაგარტის" ნიუსლეთერი ვებგვერდზე. ინვესტირების პროცესების კიდევ უფრო გასამარტივებლად Galt & Taggart-ის აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ დამხმარე ხელსაწყოებს, როგორებიცაა Screener, Watchlist, Research-ის მოდული, თუ ტექნიკური ანალიზისთვის საჭირო ინდიკატორები და ხელსაწყოები. პლატფორმაში ჩაშენებული Research-ის მოდულის მეშვეობით ინვესტორებს შეუძლიათ პლატფორმიდან გაუსვლელად მიიღონ ინფორმაცია ბაზრის სიახლეებზე, გაეცნონ ფინანსური შედეგების კალენდარს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. „ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ G&T Trader-ის აპლიკაცია, რათა ის უფრო მეტად დახვეწილი, სწრაფი და კომფორტული გავხადოთ. განახლებული ფუნქციონალი მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის. ძველ ვერსიასთან შედარებით კიდევ უფრო მეტად სწრაფი ოპერაციული სისტემა კი შესაძლებლობას აძლევს კლიენტებს, სულ რამდენიმე წამში განახორციელონ მათთვის სასურველი ოპერაცია“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში. ინფორმაციისთვის, G&T Trader-ის პლატფორმა მომხმარებელს აძლევს წვდომას 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტზე, 45-ზე მეტ საერთაშორისო ბირჟასა და რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ფინანსურ ბაზარზე. G&T Trader-ი ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის სისტემებზე, ასევე ანდროიდზე. აპლიკაციის ჩამოსატვირთად და განსაახლებლად ეწვიეთ Apple App Store-ს და Google Play-ს.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)