16:19 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 20:12:57, 834 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლები იხსნება

დღეიდან იუსტიციის სახლის სერვისების მიღება მსჯავრდებულებისათვის სასჯელის  მოხდის ადგილზევე იქნება ხელმისაწვდომი. პროექტი ქართული ინოვაციაა და ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს.  იუსტიციის სახლის პირველი ფილიალი მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრმა გახსნა.

პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფთათვის იუსტიციის სახლის 50-ზე მეტი სერვისია ხელმისაწვდომი, მათ შორის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღება, დაბადების რეგისტრაცია, არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანხმობის გაცემა, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, განქორწინების რეგისტრაცია, ატესტატის აღება, ინდმეწარმედ რეგისტრაცია და სხვ. სერვისის მიღებას მსჯავრდებულები წინასწარი დაჯავშნით შეძლებენ.

ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც მოემსახურება. დღემდე პატიმრობაში მყოფ პირებს ან მესამე პირისათვის გაცემული მინდობილობის საფუძველზე შეეძლოთ სერვისის მიღება, ან იუსტიციის სახლთან წერილობითი კომუნიკაციით. ორივე შემთხვევაში სერვისი ხანგრძლივ დროს და არასაკმარისად მოქნილ პროცედურებს ითვალისწინებდა. პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნის შემდეგ მსჯავრდებულებისთვის მომსახურება ზუსტად ისეთივე კომფორტული იქნება, როგორიც იუსტიციის სახლის ნებისმიერი ვიზიტორისთვისაა, სერვისცენტრისთვის განკუთვნილი სივრცე კი, სრულ შესაბამისობაშია იუსტიციის სახლების ინტერიერთან.

მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის სახლის, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები.

დღესვე იუსტიციის სახლის ფილიალი რუსთავის მე-5 (ქალთა) დაწესებულებაშიც ამოქმედდა და ეტაპობრივად სხვა დაწესებულებებშიც გაიხსნება.

პროექტი იუსტიციის სახლსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics