|
2023-06-12 15:53:45, 1134 ნახვა
საზოგადოება
კონკურსი „ფინანსური განათლება მხატვრულად“
"თიბისის" განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი Finedu, წიგნის საყოველთაო და განსაკუთრებული მნიშვნელობის იდეას და ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზაციისა და მათი ცხოვრებისეულ კომპეტენციებად წარმოჩენის მიზნით აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ფინანსური განათლება მხატვრულად“. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან მოთხრობები, რომლებიც მხატვრული სიუჟეტის საშუალებით წარმოაჩენენ ფინანსური განათლების საკითხებს, მკითხველებს მათ მნიშვნელობაზე დააფიქრებენ და იმავდროულად გასაგებს გახდიან, რომ ეს საკითხები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსის დევიზია „დაწერე, აჩუქე, მოიგე!“. კონკურსის მთავარი იდეაა, დააფიქროს ადამიანები ფინანსური განათლების საკითხებზე და დაანახოს მათი აქტუალობა და მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული რომლებიც ფულად პრიზებთან ერთად დაწესებულ სხვა ფასიან საჩუქრებსაც მიიღებენ. ნამუშევრები შეფასდება ორ კატეგორიაში: 1) ფინანსური განათლების საკითხების წარმოჩენა და 2) ნამუშევრის მხატვრული, ლიტერატურული ხარისხი. პირველ კატეგორიაში შეაფასებენ ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის კომიტეტის წევრი ორგანიზაციები, ხოლო ლიტერატურული ღირებულების ნაწილში შეფასება გაკეთდება ლიტერატურული და საგამომცემლო სფეროს პროფესიონალების მიერ. საკონკურსო ნამუშევრები 23 ივნისის ჩათვლით მიიღება. ფინალის 20 მონაწილის ვინაობა 4 სექტემბერს გახდება ცნობილი, ხოლო გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება კი 9 სექტემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონკურსი ასევე, ეხმიანება წიგნების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობის იდეას და კონკურსის მონაწილე ავტორების სახელით ერთ-ერთ სასკოლო ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა წიგნები. კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ: https://shorturl.at/adoFJ
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა 4 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლონ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)