|
2023-06-12 13:27:44, 964 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - თუ ვინმე ცდილობს ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, ეს არის „რუსული ოცნება“
თუ ვინმე ცდილობს ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, ეს არის „რუსული ოცნება“, რომელმაც ჩამოაშორა ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას და გადაიყვანა რუსულ ორბიტაზე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, „ქართულ ოცნება“ "მუდმივად ვითომ ფსევდო დესტაბილიზაციის გეგმას თხზავს, რომლის ფაქტობრივ მტკიცებულებას ვერასოდეს ვერ წარადგენს". „ქართულ ოცნებას“ მუდმივად ელანდება და თხზავს ვითომ ფსევდო დესტაბილიზაციის გეგმას, რომლის ფაქტობრივ მტკიცებულებას ვერასოდეს ვერ წარადგენს, რადგან ასეთი არასოდეს არ არსებობდა, არ არსებობს და ვერ იარსებებს. ჩვენ ვართ პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში უნდა სტაბილურობა, მშვიდობა, განვითარება, დემოკრატია და ჩვენი ქვეყნის შეყვანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. თუ რაიმეს მოაქვს დესტაბილიზაცია და ქაოსი, ეს არის ასოცირება რუსეთთან, ჩამოშორება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან და რუსეთის ორბიტაზე გადაყვანა და ამას ვინ აკეთებს? ამას აკეთებს „რუსული ოცნება“ ყოველდღიურად, ყოველდღიურად საკუთარი რიტორიკით",- განაცხადა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)