04:16 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-11 11:40:54, 1324 ნახვა

მსოფლიო
კალუგის ოლქში ორი დრონი ჩამოვარდა - გუბერნატორი

რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის ტერიტორიაზე 2 დრონი ჩამოვარდა. აღნიშნული ინფორმაცია კალუგის გუბერნატორმა, ვლადისლავ შაფშამ Telegram-ზე გაავრცელა.

გუბერნატორის განცხადებით, ერთი დრონი ჟუკოვსკის რაიონში, სოფელ სტრელკოვკას მახლობლად, მეორე კი, მედინის რაიონში, ტყეში ჩამოვარდა.

შაფშას ცნობით, დრონების ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია მუშაობს, ექსპერტები უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებს სწავლობენ.

აღსანიშნავია, რომ კალუგის ოლქს არ აქვს საერთო საზღვარი უკრაინასთან, ის ბრაიანსკისა და მოსკოვის ოლქებს ესაზღვრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics