|
2023-06-09 22:28:45, 715 ნახვა
საზოგადოება
მერია - ვარკეთილის პარკი საზეიმოდ გაიხსნა
სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ განახლებული, სამ ჰექტრამდე პარკი გაიხსნა. პარკი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „აი, ეს არის სიცოცხლით სავსე თბილისი, სიცოცხლით სავსე სამგორის რაიონი. მე, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში მცხოვრებ რიგით მოქალაქეს ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, გავხსნათ შესანიშნავი პარკი - რეკრეაციული სივრცე, რომელიც გათვლილია ყველა თაობის ადამიანზე. ეს იქნება ადგილი, სადაც თქვენ შეძლებთ დასვენებას, გართობას, ვარჯიშს. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს - ამ პარკს ყველამ ერთად მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ, რადგან სამწუხაროდ, ხდება ვანდალიზმის ფაქტები. ეს ყველაფერი თქვენია, მეგობრებო. ამ პატარა ანგელოზების - ჩვენი შვილების, მომავალი თაობების არის, ამიტომ, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ამ ყველაფერს.“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა სამგორის მოსახლეობა ხვალისთვის სამგორობის ღონისძიებაზე მიიწვია. „მინდა, ხვალ ყველანი დაგპატიჟოთ სამგორობაზე. ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე გვექნება ძალიან დიდი ღონისძიება და აბსოლუტურად ყველას, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით გელით. ერთად ვიზეიმოთ სამგორის რაიონის 50 წლისთავი“, - განაცხადა კახა კალაძემ. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა. პარკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დასასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. კერძოდ, დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 524 მწვანე ნარგავი და მოეწყო სარწყავი სისტემა.
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა 4 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლონ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)