|
2023-06-09 16:22:52, 727 ნახვა
საზოგადოება
თამილა ბარკალაია და მერი მაღლაფერიძე უზბეკეთის დელეგაციის წარომადგენლებს შეხვდნენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე უზბეკეთის პრეზიდენტთან არსებული სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში არსებულ სოციალური დაცვის სისტემას, ამ სფეროში გატარებულ რეფორმებს და გამოცდილებას გაეცნო. ადგილზე მოინახულეს ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისებიც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, თამილა ბარკალაიამ შეხვედრისას ქვეყანაში სოციალური მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. ასევე, ხაზი გაუსვა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. „ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა, სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და მიმდინარე პროექტებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს ცალკეული თემები, მათ შორის სოციალური მუშაობა, სააგენტოში პროფესიული ზედამხედველობის სისტემა, დეინსიტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობა, ბავშვის მიმართ ძალადობა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის ფუნქციონირება, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისები. გამართულ შეხვედრას უზბეკეთის ელჩი საქართველოში ბახრომ აშრაფხანოვი, საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი, უზბეკეთში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)