|
2023-06-09 15:47:27, 771 ნახვა
საზოგადოება
კოპენჰაგენში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კოპენჰაგენში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის სკანდინავიის ბაზარი, ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდის გამო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად მიიჩნევა. შესაბამისად, რამდენიმე წელია, აღნიშნული ბაზრისთვის სააგენტო მნიშვნელოვან მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. „კოპენჰაგენში გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კინოთეატრში „Grand Teatret” სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა. 80-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ. კინოჩვენების შემდეგ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის პოპულარიზაციას მიეძღვნა დანიის სომელიეთა აკადემიისა და ადგილობრივი ჰორეკა სექტორის წარმომადგენელთათვის ჩატარებული ქართული ღვინის მასტერკლასიც, რომელიც კოპენჰაგენის ცენტრში, სადეგუსტაციო სივრცეში გაიმართა. მარკეტინგული აქტივობების შემადგენელი იყო დანიელი იმპორტიორებისა და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებისთვის მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში "Ark" ქართული ღვინის პრეზენტაცია და მასტერკლასი, რომლის მიმდინარეობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ იმ აქტივობებს, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)