|
2023-06-09 12:36:49, 674 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ და TBSC კონსალტინგმა საქართველოში მეოთხე ბიზნეს ქეისების კონკურსი ჩაატარეს
სხარტი, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების მქონე ახალგაზრდებისთვის "საქართველოს ბანკისა" და TBSC კონსალტინგის ორგანიზებით, წელს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი მეოთხედ გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 12 უნივერსიტეტის 400-მდე სტუდენტმა მიიღო. ღია რაუნდი თბილისსა და ქუთაისში პარალელურად ჩატარდა, სადაც 22 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდა. ისინი ერთმანეთს მათთვის წინასწარ მიცემული ჰარვარდის ბიზნეს ქეისის ანალიზსსა და საუკეთესო, კრეატიული და ეფექტური რეკომენდაციების შემუშავებაში ეჯიბრებოდნენ. დავალების ფარგლებში მონაწილეებს ელექტრო საქონლის საბითუმო სავაჭრო კომპანია Jones Electrical Distribution Company-სთვის უნდა შეექმნათ გადაწყვეტა, რომელიც ელექტრო საქონლით ამარაგებდა სამშენებლო კომპანიებს და მომგებიანობის მიუხედავად, გაყიდვების სწრაფი ზრდის გამო ფულადი სახსრების დეფიციტს განიცდიდა. აღნიშნული ქეისის შესწავლამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, მოემზადებინათ ფინანსური პროგნოზი და თანაფარდობის ანალიზი, რათა რეკომენდაცია გაეწიათ გადაწყვეტილებებისთვის, არსებული ალტერნატივების საფუძველზე. საკუთარი იდეები მონაწილეებმა ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რომლის შემადგენლობაშიც "საქართველოს ბანკისა" და სხვადასხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ. პრეზენტაციის შემდეგ, ჟიურიმ 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოავლინა, რომლებიც 24 ივნისს ფინალურ ტურში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდები ფულადი პრიზებით - 11 000, 6 000 და 3 000 ლარით - დაჯილდოვდებიან. „საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ისეთი ინიციატივების განხორციელების პროცესში, რომელიც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. ერთ-ერთ ასეთ პროექტს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, სტუდენტები მუშაობენ ისეთ ბიზნეს ქეისებზე, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები საკუთარ სასწავლო პროცესებში იყენებენ, შესაბამისად, ისინი იღებენ მნიშვნელოვან ცოდნას და ივითარებენ საჭირო უნარ-ჩვევებს. ამასთან, ქეისებზე მუშაობის დროს ისინი ირგებენ სხვადასხვა კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღები პირების როლს და მუშაობენ განსხვავებულ სცენარებზე, რათა შეიმუშაონ კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევის გადაჭრის ყველაზე ეფექტური და ოპტიმალური გზა“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკის" და TBSC კონსალტინგის თანამშრომლობის ფარგლებში, ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი ყოველწლიურად იმართება. კონკურსში მონაწილეობა უკვე 1000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)