|
2023-06-09 11:32:04, 723 ნახვა
საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის რვაასამდე დაინტერესებულ მოსწავლეს და მშობელს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაპირველად სტუმრებს ლიცეუმის დირექტორის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ბექა კელენჯერიძე შეხვდა და ლიცეუმში არსებულ გამორჩეულ სასწავლო გარემოსა და ლიცეუმის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. კადეტებმა პრეზენტაციის ფორმატში თანატოლებს დეტალურად გააცნეს ლიცეუმში არსებული სასწავლო თუ საცხოვრებელი პირობები. „პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ნახეს სასწავლო სივრცე, სიმულაციური კლას-კაბინეტები, სპორტდარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ მომზადებული სახალისო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტები, ასევე, რობოტექნიკა. ლიცეუმში არსებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს, აშშ-ს, თურქეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიებში. ლიცეუმი მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციას 26 ივნისიდან დაიწყებს და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე: https://shorturl.at/bovL2 ლიცეუმი პანსიონის ტიპის, ავტორიზებული სასწავლო დაწესებულებაა. აქ მოსწავლეებს უსასყიდლოდ შეუძლიათ მიიღონ მაღალი დონის განათლება, ასევე გაიარონ დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსი და ლიცეუმში არსებული სპეციალური პროგრამების მეშვეობით სწავლა გააგრძელონ არა მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ ისეთი ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებში როგორებიცაა: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი. ლიცეუმში ასწავლიან კვალიფიციური მასწავლებლები და სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც აქტიურად იყენებენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს. ლიცეუმს ჰყავს 19 მასწავლებლის ყველაზე მაღალი სტატუსის -"მენტორი" მქონე მასწავლებლები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)