|
2023-06-08 13:59:51, 727 ნახვა
საზოგადოება
ლევან უჯმაჯურიძემ ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის (ECPGR) მმართველი კომიტეტის მე-17 შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრას ევროპის 31 ქვეყნის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნული კოორდინატორი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. „ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის (ECPGR) წევრი საქართველო 2019 წლიდანაა, ხოლო მიმდინარე წელს, ევროპის მცენარეთა კრიოკონსერვაციის ჯგუფის წევრიც გახდა. აღმასრულებელმა კომიტეტმა გასული X ფაზის ანგარიშის პარალელურად, წარმოადგინა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის (ECPGR)ახალი, XI (2024-2028 წწ) ფაზის სტრატეგია და პერსპექტიული მიმართულებები, როგორიცაა: ევროპის მცენარეთა გენბანკების ინტეგრირებული სისტემების (AEGIS), გენბანკების მენეჯერების და ევროპული შეფასების (EVA) ქსელის შექმნა, გენეტიკური რესურსების ინფორმაციისა და კორდინაციის (ECIC/GR) ევროპული ცენტრის დაფუძნება და სხვა. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის ხარისხის ლაბორატორიამ 2020 წლიდან ISO/IEK 17025 სტანდარტებთან შესაბამისობის აკრედიტაცია 2020 წლიდან მოიპოვა. ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების (ECPGR) კოოპერირებული პროგრამის ახალი XI ფაზის პრიორიტეტების გეგმის მიხედვით, საქართველოში არსებული მცენარეთა გენბანკის კოლექციების მდგრადი მართვის მიზნით, ამავე გენბანკში ISO 9001 ხარისხის სერტიფიცირების მენეჯმენტის სისტემის - ხარისხის ინფრასტრუქტურის შემუშავება-დანერგვა იგეგმება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)