|
2023-06-08 11:50:59, 790 ნახვა
საზოგადოება
ალოობის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, დედოფლისწყაროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ალოობის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, დედოფლისწყაროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ფერმერები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ფერმერებმა ალოობის სეზონის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „კახეთის რეგიონში მარცვლოვანი კულტურების აღების პროცესი, ალოობა იწყება. სამუშაო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რაც დაკავშირებულია ამ პროცესის შეუფერხებელ და წარმატებულ განხორციელებასთან. სახელმწიფო ყველა წინაპირობას ქმნის ხორბლის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავებისთვის, თუმცა, საყურადღებოა კლიმატური ფაქტორები. ტრადიციულად, სამინისტროში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები. მოსავლის შეუფერხებლად ასაღებად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია, დაახლოებით, 300 ერთეული მოსავლის ამღები ტექნიკა. ვფიქრობთ, რომ ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევით სეზონი წარმატებით ჩაივლის. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, თავისი პოლიტიკის ფარგლებში, ხელს უწყობს მარცვლოვანი კულტურების წარმოებას. ბოლო წლებში, ამ მიმართულებით მზარდი დინამიკა გვაქვს. გასულ წელს, 2020 წელთან შედარებით, 60%-ით გაიზარდა მარცვლოვანი კულტურების წარმოება. ვფიქრობთ, ეს პროცესი წელსაც შენარჩუნდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იმპორტირებულ ფქვილზე დამატებითი საფასურის დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივად წარმოებული ხორბლის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ალოობის სეზონი წარმატებით ჩატარდეს და ფერმერებს მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეთ.
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)