18:16 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 17:45:41, 913 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტთან არსებული სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტთან არსებული სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემის გაცნობა და გამოცდილების გაზიარებაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა დელეგაციის წევრებს, სოციალური მიმართულებით, სამინისტროს პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო. მინისტრმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც. 

„როგორც შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, საქართველოში, სოციალური მიმართულებით, წლების განმავლობაში მთელი რიგი რეფორმები განახორციელა. თუმცა, მიღწეული წარმატებების პარალელურად, სისტემის სრულყოფის მიზნით, მუშაობა კვლავ გრძელდება.  

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, უზბეკეთის დელეგაციას წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემებისა და მათი იმპლემენტაციის შესახებ. ასევე, გააცნეს დაგეგმილი პროექტები, მათ შორის - სოციალური მოდელის დაგეგმვისა და დიდი ზომის ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: უზბეკეთის ელჩი საქართველოში ბახრომ აშრაფხანოვი, UNICEF-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

უზბეკეთის დელეგაცია, 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ადგილზე გაეცნობა, საქართველოში, მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისათვის არსებულ პროგრამებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics