14:00 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 22:12:40, 1579 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი კახოვკის აფეთქებაზე - რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპაში, ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება

რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპაში, ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სისასტიკეს, - ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კახოვკის კაშხლის აფეთქების საკითხს.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, პუტინის აგრესიულმა ომმა ევროპის უსაფრთხოების გარემო გრძელვადიან პერსპექტივაში შეცვალა.

"პრეზიდენტ პუტინის არაპროვოცირებულმა აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი უსაფრთხოების გარემო გრძელვადიან პერსპექტივაში შეცვალა. რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპაში, ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სისასტიკეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს.

პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, მასშტაბური ნგრევის გამო, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.

უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-ს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics