|
2023-06-06 14:39:12, 1125 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ფლორიდის შტატის სენატორ ანა მარია როდრიგესს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფლორიდის შტატის სენატორ ანა მარია როდრიგესს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთთანამშრომლობას გაესვა ხაზი, ასევე საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. „ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფლორიდის შტატის სენატორ ანა მარია როდრიგესთან შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ ვიმსჯელეთ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრები საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ფლორიდა, მაიამი ტურიზმის და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების, თანამედროვე ტენდენციების გაზიარება და დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. მაიამი უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023-ის დაჯილდოებას მასპინძლობს, სადაც ბათუმის სტადიონი საჯარო ინფრასტრუქტურის კატეგორიაში საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი. FIABCI-ის დაჯილდოების გახსნამდე თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)