|
2023-06-06 12:14:15, 827 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, დღეს, თბილისის მერი მიხეილ მესხის სახელობის განახლებულ სტადიონზე იმყოფებოდა. სტადიონი საქართველოში უეფას 21 წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად რეაბილიტირდა. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები UEFA-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა. დედაქალაქის მერის განცხადებით, საქართველო მომზადებული ხვდება ევროპის ჩემპიონატს. „ქვეყანა მზად არის საქართველოში უეფას 21 წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა ასეთი ტურნირებისთვის და მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ ტურნირს. სტადიონი სრულად არის განახლებული და რეაბილიტირებული უეფას სტანდარტებით. ყველაფერი, რაც იყო მოთხოვნილი, გაკეთებულია. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ იმ რეგიონებშიც, სადაც აღნიშნული ტურნირი გაიმართება. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთ მასშტაბურ ტურნირს მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა და ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უკეთ გავაცნოთ საქართველო მსოფლიოს, ევროპას, ვაჩვენოთ ჩვენი სტუმარმასპინძლობა, ჩვენი კულტურა, უგემრიელესი სამზარეულო, ულამაზესი დედაქალაქი და რეგიონები. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების, უსაფრთხოების, გახმოვანების სისტემები; გამოიყო სხვადასხვა სივრცეები; დამონტაჟდა ახალი სკამები, ელექტრონული ტურნიკეტები და ლედ სარეკლამო კედლები და ა.შ. ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, საქართველოში ჯამში, 10 სტადიონი რეაბილიტირდა.
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)